Belive

კოუტინიოს ევერტონი ეპატიჟება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფილიპე კოუტინიო "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ ვერცერთ კლუბში ვერ დამკვიდრდა. ამჟამად ბრაზილიელი იჯარის წესით "ბაიერნში" ასპარეზობს, მაგრამ როგორც ცნობილია კლუბს მისი გამოსყიდვა არ სურს და კოუტინიო სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიაში დაბრუნდება. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელით კარლო ანჩელოტის "ევერტონი" ინტერესდება, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ინგლისელებს ფილიპეს ყიდვა არ სურთ. მათი მიზანია 1 წლიანი იჯარა. "დეილი მეილი" ასევე გვამცნობს იმას, რომ თუ ეს შეთანხმება შედგა, კოუტინიოს ხელფასის მესამედს კვლავ "ბარსელონა" გადაიხდის. ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან "მერსისაიდელთა" ყოფილი ვარსკვლავის აგენტს, კია იორაბჩიანს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს "ევერტონის" მფლობელ ფარად მოშირისთან. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კოუტინიომ "ბაიერნის" შემადგენლობაში 32 შეხვედრა ჩაატარ და 9 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები