Belive

კოუტინიოსადმი ინტერესს სამი პრემიერ ლიგის გუნდი გამოთქვამს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერისაგან გამოწვეული აჟიოტაჟი კვლავ ძალაში რჩება. ბრაზილიელი ფეხბურთელისადმი დაინტერესებული კლუბები ძალიან დიდი სისწრაფით იცვლება. ამჟამად კოუტინიოს გადაბირებას ინგლისური გუნდები - "ტოტენჰემი", "ევერტონი" და "ნიუკასლი" ცდილობენ. France Football-ის ინფორმაციით კოუტინიოს მომავალი წლის გატარება პრემიერ ლიგაში მოუწევს, ხოლო თუ რომელ კლუბში მხოლოდ ეს იქნება მისი ასარჩევი. ფეხბურთელისადმი განსაკუთრებულ ინტერესს გამოთქვამს "ტოტენჰემი", თუმცა ბოლო ინფორმაციის თანახმად ინგლისელები ესპანელებს სატრანსფერო თანხას ვერ უთანხმებენ, ეს უკანასკნელნი ფელიპეს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ კოუტინიოს "ბარსელონას" საკუთრებაა, ხოლო ამჟამად ბრაზილიელი ვინგერი მიუნხენური გრანდის - "ბაიერნის", რიგებში ირიცხება.

სხვა სტატიები