Belive

კოვაჩი: "მბაპეს შეჩერება ურთულესი იქნება"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლიგა 1-ის 26-ე ტურში ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და "მონაკო" დაუპირისპირდებიან. "მონაკოს" 49 წლის ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა "პსჟ"-სა და კილიან მბაპეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მბაპეს შეჩერება შეუსრულებელ მისიას წარმოადგენს. "პარი სენ-ჟერმენის" 22 წლის სუპერვრასკვლავი კილიან მბაპე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ფრანგმა თავდამსხმელმა სტატუსი, რომ ის ახლა ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია, "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებაში დაადასტურა, სადაც მბაპემ კატალონიურ გუნდთან "კამ ნოუზე" ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო. სრულიად ლოგიკურია, რომ კოვაჩი კვირას გასამართ შეხვედრაში ყველაზე მეტად სწორედ კილიანს უფრთხის. "მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ კვირას "პსჟ"-თან გასამართ შეხვედრაში მის გუნდს ერთად მუშაობა მოუწევს, რომ მპაბე შეაჩერონ, რადგან კოვაჩს მშვენივრად ესმის, რომ ახალგაზრდა ფრანგ შემტევს ერთი ერთზე თამაშით ვერ გააჩერებ.
" "პსჟ" მსოფლიო დონის გუნდია, ისინი ბევრი გოლის გატანას ახერხებენ. ამჟამად მბაპე შესანიშნავ ფორმაშია". " ჩვენ მისი შეჩერება უნდა ვცადოთ, მაგრამ ამის გაკეთება ერთი მოთამაშის ხარჯზე შეუძლებელია, ერთი ერთზე მბაპეს ვერ შევაჩერებთ, ეს შესრულებელი ამოცანაა. ჩვენ ერთი მთლიანი უნდა ვიყოთ, ყველამ ერთად უნდა ვცადოთ მისი შეჩერება გუნდური თამაშით. ამით "პსჟ"-ს სხვა მოთამაშეები მეტ თავისუფლებას მიიღებენ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ძალისმიერი და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ".
ხორვატი სპეციალისტი აღფრთოვანებული დარჩა "პარი სენ-ჟერმენის" თამაშით "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე.
" გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მშვენივრად იასპარეზა, ყველამ ნახა მათი თამაშის ხარისხი, ეს გუნდი იზრდება და პროგრესირებს. ისინი ჩინებულ ფორმაში არიან ,სწორედ ამიტომ კვირას ძალიან რთულ შეხვედრას ველოდებით, მაგრამ წაგებასთან შეგუებას არ ვაპირებთ".
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში "მონაკოს" 25 შეხვედრის შემდეგ 49 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება. ასევე 25 შეხვედრის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენმა" 54 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება კილიან მბპაეს, მან ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლი გაიტანა. ამ შედეგით ახალგაზრდა შემტევი ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.      

სხვა სტატიები