Belive

კოვაჩიჩი: "ჩელსიში ბედნიერი ვარ და გუნდის დატოვება არ მსურს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის განცხადებით, მას კარიერის გაგრძელება ლონდონში სურს. ამჟამად ხორვატი ნახევარმცველი მადრიდის "რეალის" საკუთრებაში იმყოფება და "ჩელსიში" იჯარის წესით არის განათხოვრებული. "ლონდონში თავს კარგად ვგრძნობ, აქ ყველაფერი მომწონს და ბედნიერი ვარ. ვცხოვრობ შესანიშნავ ქალაქში, ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, სადაც ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ. სწორედ ამიტომ, გუნდში დარჩენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მსურს," განაცხადა ხორვატმა ნახევარმცველმა Sky Sports-თან საუბრისას. მიმდინარე სეზონში კოვაჩიჩმა "ჩელსიში" ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, თუმცა მის მონაგარზე მხოლოდ 1 საგოლე პასია.  

სხვა სტატიები