Belive

კოვაჩიჩს რეალში დაბრუნება არ სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი, ამჟამად ლონდონის "ჩელსიში" თამაშობს. ხორვატს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იგი ლონდონში თავს კარგად გრძნობს და Marca იტყობინება, რომ კოვაჩიჩს გუნდის დატოვება არ სურს. 24 წლის ხორვატის სურვილია, რომ ლონდონურმა კლუბმა მისი სატრანსფერო უფლებები "რეალისგან" 40 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. თუმცა საინტერესო გარემოებაა, რომ ლონდონის "ჩელსის" ტრანსფერის გაკეთება 2 წლის განმავლობაში აკრძალული აქვს. Marca-ს თანახმად, თუკი "ჩელსი" ტრანსფერის განხორციელების უფლებას ვერ მიიღებს, ასეთ შემთხვევაში კოვაჩიჩი სხვა ინგლისურ კლუბში დარჩენას განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანი კოვაჩიჩს "რეალში" ყოფნისას ხშირად ათამაშებდა - ზიდანი მას როტაციისას იყენებდა, თუმცა ცხადია, კოვაჩიჩი ძირითადის მოთამაშედ არ განიხილებოდა. მიმდინარე სეზონში კოვაჩიჩმა "ჩელსის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, თუმცა არცერთი გოლი არ გაუტანია.

სხვა სტატიები