Belive

კოვიდ-19-ით "სიტის" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაინფიცირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ერიკ გარსიას კოვიდ-19 დაუდგინდა. გარსია "სიტის" მე-6 ფეხბურთელი გახდა, რომელიც კოვიდ-19-ით დაინფიცირდა. "მანჩესტერ სიტის მცველის ერიკ გარსიას ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითია",- იუწყება კლუბი. 
 
ბოლო პერიოდში პრემიერ ლიგაში ძალიან მომრავლდა კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევები, რის გამოც რამდენიმე მატჩი გადაიდო კიდეც. სწორედ კოვიდ-19 -ის გამო გადაიდო ორშაბათს "ევერტონთან" გასამართი მატჩი. ასევე გადაიდო კვირას გასამართი შეხვედრა "ბარნლისა" და "ფულემს" შორის. კლუბის განცხადებაში ნათქვამია:
"ერიკ გარსია თვითიზოლაციაში იმყოფება პრემიერ ლიგისა და დიდი ბრიტანეთის კარანტინის პროტოკოლის დაცვით. კლუბი მოთამაშეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს".
 

სხვა სტატიები