Belive

კრაუჩმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 38 წლის ფეხბურთელი ბოლოს "ბარნლის" შემადგენლობაში თამაშობდა. პიტერ კრაუჩმა პროფესიონალური კარიერა 1998 წელს "ტოტენჰემში" დაიწყო, სადაც 2000 წლამდე ითამაშა. შემდეგ წლების განმავლობაში ის "ასტონ ვილას", "პორტსმუთის", "საუთჰემპტონის", "ლივერპულისა" და "სტოკის" ღირსებას იცავდა. საკლუბო კარიერაში მას 735 მატჩი აქვს ჩატარებული და 205 ბურთი გაიტანა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კრაუჩმა პირველად 2005 წელს ითამაშა. სანაკრებო კარიერა კი 2010 წელს დაასრულა. ეროვნულ ნაკრებში მან 42 მატჩში 22 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები