Belive

კრაუჩმა ჟოზეს ხუმრობას უპასუხა: "ტოტენჰემში დასაბრუნებლად მზად ვარ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟოზე მოურინიოს ხუმრობას პიტერ კრაუჩის დაბრუნების შესახებ თავად ვეტერანი თავდამსხმელი გამოეხმაურა. "განსაკუთრებულმა" სონ ჰიუ-მინისა და ჰარი კეინის მძიმე ტრავმებზე საუბრის შემდეგ იხუმრა, რომ ახლა ის დროა, კლუბი პიტერ კრაუჩს უნდა ყიდულობდესო. პასუხმა არ დააყოვნა და იუმორით გამორჩეულმა ინგლისელმა თავდამსხმელმა თქვა, რომ "დეზების" მაისურის მოსარგებად მზად არის. ჩემპიონთა ლიგაში, "ლაიპციგთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ სიტყვებს კარიერის წინა სეზონში დამმსრულებელმა ფეხბურთელმა Twitter-ის საშუალებით უპასუხა: "მე მზად ვარ ჟოზე".

ანალოგიურ მდგომარეობაშია "ბარსელონა", რომელსაც ჩრდილოეთ ლონდონური გუნდის მსგავსად ძირითადი თავდამსხმელები ტრავმირებული ჰყავს და ლუის სუარესის დროებით შემცვლელს ეძებს.

სხვა სტატიები