Belive

"კრეატივის გარეშე - სლოვანმა დასუსტებულ მეტოქესთან საკუთარი თავი ვერ აჩვენა", - რას წერს სლოვაკური პრესა მატჩის შემდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმმა” ბრატისლავის “სლოვანთან” სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა.
"ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში, ბრატისლავის "სლოვანმა" "დინამო ბათუმთან" ფრედ, 0:0 ითამაშა. მასპინძლებმა "ტეჰელნო პოლეზე" რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ ქართველი მეტოქის ბადეში არც ერთი დარტყმა არ გასულა. მათ საკუთარი თავის დამტკიცება ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის უმეტესი ნაწილი რიცხობრივი უპირატესობით ითამაშეს. სლოვაკეთის ჩემპიონმა ძალიან სუსტი თამაში აჩვენა და იმის მიუხედავად, რომ დასუსტებულ მეტოქეს ეთამაშებოდა 1 გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა. სლოვაკეთის ლიგას საზაფხულო შესვენება აქვს, საქართველოს ლიგა გაჩაღებულია. ეს ობიექტური არგუმენტია გარკვეული ფიტნეს განსხვავების ასახსნელად. მაგრამ არა მატჩის მთელი სურათის გასამართლებლად. "სლოვანმა" იდეის, ფანტაზიის, მუხტის გარეშე", - წერს სლოვაკური პრესა.
“დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვანს” 13 ივლისს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები