Belive

კრიშტიანუ ახალ ბიზნესს იწყებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედიის ცნობით კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში თმის გადანერგვის კლინიკის გახსნას გეგმავს. კლინიკა Insparya Group-ის მფლობელობაში იქნება რომლის თანადამაარსებელიც რონალდუა. ობიექტის მენეჯერად, კრიშტიანუს მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი მოიაზრება.  კლინიკაში 150 ადამიანი დასაქმდება და 18 ოთახი იქნება. რონალდუმ უკვე განახორციელა 1 მილიონი ევროს ინვესტიცია. მომდევნო 3-4 წლის მანძილზე კი კიდევ 25 მილიონის ინვესტირება იგეგმება. თმის გადანერგვის ფასები კლინიკაში 4 000 ევროდან დაიწყება.

სხვა სტატიები