Belive

კრიშტიანუ ბრალდებებზე ალაპარაკდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოგეხსენებათ, ბოლოდროინდელი სკანდალური ხმები კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ ძალიან მომრავლდა.  პირველ რიგში აღსანიშნავია ბრალდება, რომელიც პორტუგალიელს კეტრინ მაიორგამ წაუყენა. მისი მტკიცებით 2009 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კრიშტიანუ რონალდუ მას სასტუმროს ნომერში შეუვარდა და გააუპატიურა. სიჩუმის სანაცვლოდ კი 375 ათასი დოლარი გადაუხადა. რონალდოს ადვოკატის პეტერ კრისტიანსენის განცხადებით ფეხბურთელი ყველანაირ ბრალდებას უარყოფს. პეტერ კრისტიანსენი ასევე ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი რონალდუს წინააღმდეგ აგორებული კამპანიაა და მხოლოდ მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურება, თუმცა აღსანისნავი ფაქტია, რომ კეტრინ მაიორგას გარდა 3 ქალბატონია ისეთი ვინც რონალდუს ანალოგიურ ქმედებაში სდებს ბრალს. "რაც მოხდა ლას ვეგასის სასტუმროში ორმხრივი შეთანხმების შედეგი იყო, ყველანაირი დოკუმენტი და მტკიცებულება, რაც რონალდუს წინააღმდეგ არის წარდგენილი არის სრული სიცრუე და კამპანია მის წინააღმდეგ!",- განაცხადა რონალდუს ადვოკატმა. თავად კრიშტიანუმ არაერთხელ განაცხადა ის რასაც თავისი ადვოკატი გამუდმებით იმეორებს, რომ არცერთი მსგავსი ფაქტი მისი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა, რაც შეეხება კეტრინ მაიორგას პორტუგალიელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ ურთიერთობა ორმხრივი შეთანხმების შედეგად მოხდა.

სხვა სტატიები