Belive

კრიშტიანუ და სხვები: 6 ფეხბურთელი, რომელმაც მინიმუმ 700 გოლი გაიტანა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ადამიანმა, რომელიც ლიონელ მესისთან ერთად თანამედროვე ფეხბურთის ამინდს ქმნის, უკრაინის ნაკრებთან ევროშესარჩევში გამართულ მატჩში (1:2) კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების მაისურით მეტოქის კარი 95-ედ აიღო, საკლუბო დონეზე კი მას 605 გოლი აქვს გატანილი. გარდა "ოქროს ბურთის" ხუთგზის გამარჯვებულისა, 700-ზე მეტი გოლი ფეხბურთის ისტორიაში ხუთ მოთამაშეს აქვს გატანილი. პირველ ადგილზე ავსტრიელ-ჩეხი იოზეფ ბიკანია, რომელიც ვენის "რაპიდში" და პრაღის "სლავიაში" თამაშობდა, 1931-55 წლებში 805 გოლი გაიტანა. მეორე და მესამე პოზიციებს ბრაზილიელი ლეგენდები, რომარიო და პელე იკავებენ, რომლებსაც შესაბამისად 772 და 757 გოლი აქვთ გატანილი. ჩამონათვალში შემდეგი ფერენც პუშკაშია, მადრიდის "რეალის" უნგრელმა ფორვარდმა მეტოქეებს 746 გოლი გაუტანა. რონალდუს ყველაზე მეტად გერდ მიულერის შედეგის გაუმჯობესება შეუძლია - ბავარიელთა ბომბარდირმა მეტოქის კარი 735-ჯერ დალაშქრა. მოქმედი ფეხბურთელებიდან 700 გოლთან ყველაზე ახლოს ლიონელ მესია. "ბარსელონას" თილისმამ კარიერაში 672 გოლის გატანა მოახერხა. 32 წლის არგენტინელი იმ ფეხბურთელების ისტორიულ შვიდეულს ასრულებს, რომლებსაც მინიმუმ 600 ბურთი შეუგდიათ.  
jokeri

სხვა სტატიები