Belive

კრიშტიანუმ და ჟორჟე მენდეშმა ბაიერნთან მოლაპარაკებები გამართეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა, გასულ კვირას, "ბაიერნთან" მოლაპარაკებები გამართეს.

ბოლო დღეებში პორტუგალიელ ვარსკვლავსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. რონალდუმ პირს მორგანთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საკუთარმა კლუბმა უღალატა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, პატივს არ სცემს. მისი თქმით, სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, გუნდი არ განვითარებულა.

ზაფხულში რონალდუმ სცადა გუნდიდან წასვლა, რადგან ძალიან სურდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. პორტუგალიელ ვარსკვლავს მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა რამდენიმე ვარიანტი გამოუძებნა. რონალდუსა და მენდეშს "ჩელსისთან, "სპორტინგთან", "ნაპოლისთან, "ბაიერნთან" და "ნიუკასლთანაც" კი, ჰქოდნათ მოლაპარაკებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კრიშტიანუს მანჩესტერული კლუბიდან წასვლის გეგმა ჩაიშალა.

როგორც ბავარიული კლუბის პრეზიდენტი ოლივერ კანი აცხადებდა, ზაფხულში რონალდუს არ დამატების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პორტუგალიელი გუნდის ფილოსოფიაში არ ჯდებოდა. მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მიანიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი რონალდუს ხელფასიც იყო.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბაიერნმა" სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე დაიმატა და რონალდუს საკითხმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. თუმცა, აფრიკელმა ტრავმა მიიღო, რომელიც საკმაოდ მძიმე ჩანს.

ამის ფონზე, გერმანული კლუბის ინტერესი პორტუგალიელის მიმართ კვლავ განახლდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიშტიანუ და ჟორჟე მენდეში "ბაიერნთან" მოლაპარაკებები გამართეს.

კლუბის საფეხბურთო ადვოკატის თქმით, "იუნაიტედი" რონალდუს კონტრაქტის გაწყვეტაში და ახალი კლუბის პოვნაში ხელს შეუშლის.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი ფორვარდის ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების” მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები