Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "2018 წელი ჩემთვის ყველაზე ცუდი იყო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 2018 წელი მის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა განმარტა, რომ 2018 წელს მას სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ადანაშაულებდნენ. საქმე ეხება 2009 წლის ამბავს.
"2018 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. არა პროფესიონალურად, არამედ პიროვნულად. როდესაც ხალხი გადანაშაულებს, ეს მოქმედებს. ჩემზე ძალიან იმოქმედა. მე დიდი ოჯახი მყავს. მყავს შვილი, რომელიც მხოლოდ 9 წლის არის. ძალიან რთულია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი. მითუმეტეს, რომ ბევრს აინტერესებს ჩემი ცხოვრება. მადლობა ღმერთს, რომ სიმართლე დამტკიცდა. ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები რასაც ფიქრობდნენ ჩემზე ისე მოხდა. მე უდანაშაულო ვარ" - განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს სექსუალური ძალადობა ედებოდა ბრალად, რომელიც არ დადასტურდა.

სხვა სტატიები