Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი თვლის, რომ 2022 წლის მსოფილიო ჩემპიონატი, რომელიც ყატარში გაიმართება მისთვის ბოლო საერთაშორისო ტურნირი იქნება პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. რონალდუს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ყატარში გასამრთ მსოფლიო ჩემპიონატზე. "ძალიან კარგია ჩემთვის. ვფიქრობ, ყატარში გასამრთი მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა ჩემთვის ბოლო გამოდგეს. ყატარი ჩემთვის უცხო არ არის, იქ ხშირად ჩავდივარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს ყატარში ვითამაშებ",- განაცხადა რონალდუმ. 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის პორტუგალიელი 37 წლის იქნება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რონალდუ მშვენიერ ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს, მისთვის ასაკი ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა გახდეს. როგორც ჩანს, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას პორტუგალიელი ბოლოჯერ 2022 წელს შეეცდება და თუ პორტუგალია გამარჯვებას მოახერხებს, რონალდუ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ტიტულს შემატებს საკუთარ კოლექციას. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ საერთაშორისო დონეზე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად.  

სხვა სტატიები