Belive

კრიშტიანუ რონალდუ: ჩემი შვილი მესის ვიდეოებს ხშირად უყურებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილია რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ვაჟს, ლიონელ მესი ძალიან მოსწონს. ყველას კარგად ახსოვს რონალდუს შვილის და მესის შეხვედრა ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიაზე. "იუვენტუსის" ვარსკვლავი არ მალავს, რომ მის შვილს მესი მართლაც ძალიან მოსწონს და ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარიც გააკეთა. "ჩემ შვილს მესი ძალიან მოსწონს და მის ვიდეოებს ხშირად უყურებს. მე ეს არ მანერვიულებს, რადგან იგი უნაკლო და შესანიშნავი ფეხბურთელის ვიდეოს უყურებს. მისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია."  

სხვა სტატიები