Belive

კრიშტიანუ რონალდუ - ინსტაგრამის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ ლეო მესი დაამარცხა და ინსტაგრამის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი გახდა. "ბიანკონერის" 34 წლის ვარსკვლავს, ინსტაგრამზე 134 მილიონი გამომწერი ჰყავს - განთავსებული პოსტების შედეგად, რონალდუმ £38.2 მილიონი გამოიმუშავა. კრიშტიანუ რონალდუს ინსტაგრამზე 49 დასპონსორებული პოსტი აქვს განთავსებული - თითოეული პოსტისგან რონალდუმ £780.000 მიიღო. კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავმა £18.7 მილიონი გამოიმუშავა. ლეო მესი ერთ პოსტში საშუალოდ £518.000 იღებს. კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შემდეგ, დევიდ ბექჰემი ლიდერობს, რომელმაც £8.6 მილიონი გამოიმუშავა. ნეიმარი £5.8 მილიონს იღებს, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა £3.2 მილიონი გამოიმუშავა.
Untitled
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი (20 დასპონსორებული პოსტი):  £160.000 თითოეულ პოსტში, £3.2 მილიონი ჯამში
  • ნეიმარი (10 დასპონსორებული პოსტი): £578.000 თითოეულ პოსტში, £5.8 მილიონი ჯამში
  • დევიდ ბექჰემი (30 დასპონსორებული პოსტი): £286.000 თითოეულ პოსტში, £8.6 მილიონი ჯამში
  • ლეო მესი (36 დასპონსორებული პოსტი): £518.000 თითოეულ პოსტში, £18.7 მილიონი ჯამში
  • კრიშტიანუ რონალდუ (49 დასპონსორებული პოსტი):  £780.000 თითოეულ პოსტში, £38.2 მილიონი ჯამში

სხვა სტატიები