Belive

კრიშტიანუ რონალდუ კარიერის დასრულების სავარაუდო ასაკს ასაჯაროვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ დღეს 35 წლის გახდა - მისი ასაკის მატებასთან ერთად ჟურნალისტების მთავარი კითხვა პორტუგალიელისადმი კარიერის დასრულებას ეხება. რონალდუ 35 წლისაა, თუმცა მისივე თანაგუნდელების შეფასებით, კრიშტიანუს ფიზიკური პარამეტრების თანახმად 28 წლის ფეხბურთელის მონაცემები აქვს. "პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი კარიერა ჩემს ფიზიკურ კონდიციებზეა დამოკიდებული, ყველაფერი იმის მიხედვით განისაზღვრება თუ როგორ ვიქნები. კარიერას ასევე მოტივაციის დაქვეითების შემთხვევაშიც დავასრულებ, თუმცა ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მყარია და მოტივაციაც ყოველთვის საკმაოდ დიდი მაქვს" "ვვარჯიშობ აბსოლუტურად სრული დატვირთვით და ვფიქრობ 40 წლამდე ჩემი თამაში უსაფრთხო და წარმატებული იქნება",- განაცხადა რონალდუმ. 35 წლის რონალდუს კარიერაში 994 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 722 გოლის გატანა და 251 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.  

სხვა სტატიები