Belive

კრიშტიანუ რონალდუ | კლუბი, რომელსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

12-წლიანი განშორების შემდეგ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა. კრიშტიანუ რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება, "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებისათვის ახდენილი ოცნებაა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნა, რომ ამ კლუბს მის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

"ეს არის კლუბი, რომელსაც ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მიღებულმა უამრავმა შეტყობინებამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მოუთმენლად ველი "ოლდ ტრაფორდის" სავსე ტრიბუნების ფონზე თამაშს და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანების ხილვას. მოუთმენლად ველი სანაკრებო პაუზის შემდეგ თანაგუნდელებთან შეხვედრას. ვიმედოვნებ, წარმატებული სეზონი გვექნება", - აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ. 
 
View this post on Instagram
 

A post shared by 433 (@433)

სხვა სტატიები