Belive

კრიშტიანუ რონალდუ ლეგენდის ჯილდოთი დააჯილდოვეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ესპანურმა გამოცემა Marca-მ დააჯილდოვა. პორტუგალიელს Marca Leyenda-ს პრემია გადაეცა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "რეალის" დატოვება რთული აღმოჩნდა.
"მადრიდში ხშირად ჩამოვდივარ, რადგან აქაურობა ძალიან მიყვარს. აქ მე გავიზარდე როგორც საფეხბურთო დონეზე, ისე პიროვნულად. იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისთანაც ამ პერიოდში მქონდა ურთიერთობა. ამაყი ვარ რომ ეს ჯილდო მერგო. აქაურობა ძალიან მიყვარს და მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. 9 წლიანი კარიერის შემდეგ, რეალის დატოვება ადვილი არ ყოფილა. ამას მოჰყვა ახალი ჩემპიონატი, ახალი თანაგუნდელები. ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი მქონდა, იტალიის ჩემპიონი გავხდი, იტალიის სუპერთასი და ერთა ლიგა მოვიგე. ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გამოდგა, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დონეზე. ყველაზე მნიშნელოვანი ჯილდო ევროპის ჩემპიონატის მოგება იყო. საკუთარ ქვეყანასთან ერთად წარმატების მოპოვებას არაფერი შეედრება" - განაცხადა რონალდუმ.

სხვა სტატიები