Belive

კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში აგენტთან ერთად ჩაფრინდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ოჯახური საკითხების გამო, კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერელთა წვეულებას აზიასა და ავსტრალიაში გამოაკლდა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს დღემდე არ მიუღია მონაწილეობა "წითელი ეშმაკების" წინასასეზონო შეკრებაში და მისი სატრანსფერო საგა ისევ გრძელდება. ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ სატრასფერო ფანჯრის დახურვამდე მუდმივად იტრიალებს კითხვა: დატოვებს რონალდუ "იუნაიტედს"? სპეკულაციები ახლაც გრძელდება ამ თემაზე. ჭორების თანახმად, პირველად თავად კრიშტიანუ იყო კლუბის დატოვების ინიციატორი, ვინაიდან 37 წლის პორტუგალიელს კვლავ სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ სეზონში ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზური ვერ მოიპოვა. რონალდუ სამშაბათს კლუბის სავარჯიშო მოედანზე აგენტ ხორხე მენდეშთან ერთად დაბრუნებდა და "იუნაიტედთან" მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. ბუნებრივია, რომ შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა კრისისა და მანჩესტერული კლუბის სამომავლო ურთიერთობა იქნება. "წითელი ეშმაკების" ლეგენდარული ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონიც, რომელმაც რონალდუ პირველად 2003 წელს შეიძინა, მიიღებს ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას.
ffff
მთელი ამ მითქმა-მოთქმის დროს "მანჩესტერ იუნაიტედი" ამტკიცებდა, რომ პორტუგალიელ ვასრკვლავს არ გაყიდდნენ. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ამ თემის ირგვლივ ისაუბრა:
”მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს. მას შეუძლია ახლავე დაგვტოვოს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მისი დონის ფეხბურთელის დაკარგვა ნამდვილად არ მესიამოვნება. კრიშტიანუს პროცესი საკმაოდ კომპლექსური საკითხია. არ ვიცი ეს ყველაფერი, როგორ დამთავრდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კლუბი დაზარალებული არ დარჩება.
რონალდუს აქტიურად უკავშირებდნენ "პსჟს", "ჩელსის", "ბაიერნს", "რეალსა" და "რომასაც" კი, თუმცა, ამ დროისთვის, ის კვლავ შედის "იუნაიტედის" გეგმებში. პრემიერ ლიგის 2022/2023 წლების სეზონის დაწყებამდე მათ ამხანაგური შეხვედრები უნდა ჩაატარონ "ატლეტიკოსთან" და "რაიო ვალეკანოსთან". "წითელი ეშმაკები" ინგლისის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას "ბრაიტონთან" 7 აგვისტოს გამართავენ.  
 
 

სხვა სტატიები