Belive

კრიშტიანუ რონალდუ მესის იტალიაში იწვევს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„მე ვთამაშობდი ინგლისში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში, ასევე ნაკრებში. დასამტკიცებელი ნამდვილად არაფერი მაქვს. მესის კი მხოლოდ ესპანეთსა და არგენტინის ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს. მე მას ბევრად უფრო ვჭირდები. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მინდა, მანაც მიიღოს გამოწვევა და იტალიაში წამოვიდეს. თუმცა, თუ მესი ესპანეთში თავს კარგად გრძნობს, მის არჩევანს პატივს ვცემ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მე კი ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. დავამტკიცე, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ კლუბში შემიძლია. ახლა მინდა, „იუვენტუსთან“ ერთად გავიმარჯვო. სხვა დანარჩენი წარსულია.“ – განაცხადა კრიშტიანომ  „La Gazzetta dello Sport“-თან ინტერვიუში.

სხვა სტატიები