Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "პორტუგალიის ნაკრებში ვბრუნდები"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაკრებში დაბრუნებას აპირებს. მისი განმარტებით, გარკვეული დროით სანაკრებო პაუზა მას "იუვეში" ადაპტაციისთვის სჭირდებოდა. "2019 წელს ნაკრებში დავბრუნდები. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ სეზონის პირველ ნახევარს გამოვტოვებდი. უკვე 33 წლის ვარ, ამ დროს კი შევიცვალე საცხოვრებელი ქვეყანა, გუნდი - შესაბამისად, შეიცვალა ჩემი ვარჯიშის რეჟიმი, გვერდით მყავს ახალი თანაგუნდელები და ა.შ. სწორედ ამიტომ მჭირდებოდა დროებით მხოლოდ გუნდზე კონცენტრირება," განაცხადა პორტუგალიელმა.

ასევე ნახეთ:  რონალდუ: ინდივიდუალური ტიტულები ჩემთვის მთავარი არაა

სხვა სტატიები