Belive

კრიშტიანუ რონალდუ რომ მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი იყოს...

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა არც ისე სახარბიელოა.

კრიშტიანუ რონალდუსა და ერიკ ტენ ჰაგის დაპირისპირება, ინგლისური მედია საშუალებების სპეკულაციის ერთ-ერთი მთავარი თემაა. პრესას ჭორების აგორების საშუალებას რონალდუ და ტენ ჰაგიც აძლევენ.

ერთ-ერთი უკანასკნელი სკანდალი რონალდუს მიერ "ოლდ ტრაფორდის" ნაადრევად დატოვების შემდეგ აგორდა, რის გამოც ტენ ჰაგმა იგი დასაჯა და "ჩელსის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანა.

თანამემამულის დაცვა რუბენ დიაშმა განიზრახა, რომელმაც საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"კრიშტიანუ რონალდუ, რომ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი იყოს, მიმდინარე სეზონში 59+ გოლი ექნებოდა გატანილი. მას კვლავ გააჩნია გოლების გატანის შესაძლებლობა და მაღალ დონეზე ასპარეზობის მენტალიტეტი".

სხვა სტატიები