Belive

კრიშტიანუ რონალდუ სერია ა-ში საუკეთესოდ დაასახელეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუ 2018/19 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ტურინის "იუვენტუსში" სადებიუტო სეზონში პორტუგალიელმა თავდამსხმელმა სერია A-ში 21 გოლი გაიტანა, 11 საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. "ამ ჯილდოს მიღებით ძალიან ამაყი ვარ და ჩემს თანაგუნდელებს დახმარებისთვის მადლობას ვუხდი. იტალიაში ეს ჩემი პირველი სეზონი იყო. რთული ჩემპიონატი გამოდგა, რომელიც საბოლოოდ ტიტულით დავასრულეთ და ამით გახარებული ვარ. მადლობას ყველას მხარდაჭერისთვის",-თქვა 34 წლის სუპერვარსკვლავმა. 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ რონალდუ ოქროს ბურთის ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა.

სხვა სტატიები