Belive

კრიშტიანუ რონალდუ შვეიცარიასთან მატჩს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ შვეიცარიასთან ერთა ლიგის შეხვედრაში არ ითამაშებს. კრიშტიანუს გარდა, განაცხადში კიდევ ორი ფეხბურთელი (ჟოაო მოუტინიო და რაფაელ გერეირო) ვერ მოხვდა. პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, განმარტა, თუ რატომ გამოტოვებს რონალდუ დღევანდელ მატჩს:
,,ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემა არ გვაქვს. ეს ჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. შვეიცარიაში 26 ფეხბურთელით გამგზავრება, მაშინ როცა თამაში მხოლოდ 23-ს შეუძლია, უაზრობა იქნებოდა. უბრალოდ, ამ ფეხბურთელებს მატჩის გამოტოვება მოუწიათ, სულ ესაა,'' - განაცხადა სანტუშმა.
დღეს, ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხე ტურში, შვეიცარია პორტუგალიას უმასპინძლებს, მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. სანტუშის გუნდი ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს.

სხვა სტატიები