Belive

კრიშტიანუ რონალდუ ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად "იუვენტუსის" ღირსებას იცავს ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს. "იუვენტუსის" მორიგ გამარჯვებაში კრიშტიანუ რონალდუმ ლომის წვლილი დაიდო. იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის შეხვედრაში "სასუოლო" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "სასუოლოს" კარში გატანილი მე-2 გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ამასთანავე, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 86-ე წუთზე ემრე ჯანს გაატანინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში (0:3) დაფიქსირდა. "სასუოლოს" კარის აღების შემდეგ, რონალდუს "იუვენტუსის" მაისურით გატანილი 20 გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 13 სეზონის მანძილზე, კრიშტიანუ რონალდუმ ყველა ტურნირზე მინიმუმ 20 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები