Belive

კრიშტიანუ რონალდუმ ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელთან ერთადაც თამაშზე ოცნებობდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ იმ ფეხბურთელის ვინაობას ასახელებს, რომელთან ერთად თამაშზეც ოცნებობდა. კრიშტიანუ რონალდუს თქმით, დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ის თავის თანამემამულე ეუსებიოსთან ერთად ითამაშებდა.
"ბევრი მოთამაშეა ისეთი, რომელთან ერთად თამაშსაც ვისურვებდი, მაგრამ მე ავირჩევდი ჩემს თანამემამულეს, ეუსებიოს. ის პორტუგალიის ერთ-ერთი სიმბოლოა. საოცარი ადამიანი იყო. მართალია, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მასთან ერთად თამაშზე ვოცნებობ" - განაცხადა რონალდუმ.
ლეგენდარული ეუსებიო 1957-80 წლებში თამაშობდა. მან ბევრ კლუბში გამოიჩინა თავი, თუმცა ის "ბენფიკას" ლეგენდაა. ლისაბონურ კლუბში 440 თამაში ჩაატარა და 473 ბურთი გაიტანა. ეროვნული ნაკრების მაისური 64-ჯერ მოირგო და 41 ბურთის გატანა შეძლო. სულ კარიერაში კი 575 თამაში ჩაატარა და 580-ჯერ გამოიჩინა თავი. ეუსებიო 2014 წელს გარდაიცვალა.

სხვა სტატიები