Belive

კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსში გადასვლის მიზეზი დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის „რეალის“ ყოფილი სუპერვარსკვლავის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გატანილი მაკრატელას შემდეგ „იუვენტუსის“ ფანებისგან მიღებული აპლოდისმენტები იტალიაში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

კრიშტიანუს გოლი იმდენად საოცარი იყო, რომ იუვენტუსის სტადიონზე შეკრებილი ტიფოზები ფეხზე წამოდგნენ და პორტუგალიელს ტაში დაუკრეს. მაშინ „იუვეს“ ფანები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ზაფხულში რონალდუ მათ ფავორიტ გუნდში ითამაშებდა და რომ მათი ქმედება ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდებოდა. „მცირე დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ტრანსფერს ხელი ძალიან შეუწყო იმ ფაქტორმა, რაც მე სტადიონზე ვიხილე,“ აღნიშნა რონალდუმ ინტერვიუში.   33 წლის ფეხბურთელის გატანილი გოლი UEFA-ს წლის საუკეთესო გოლის ნომინაციაშია წარდგენილი. „ეს ერთ-ერთი საუკეთესო გოლია ჩემს კარიერაში. დაუჯერებელი იყო, მსგავსი რეაქცია ფანებისგან არასოდეს მინახავს,“ აღნიშნა რონალდუმ. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი ფორვარდი „იუვენტუსს“ მიჯრით მე-8 სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება.

სხვა სტატიები