Belive

კრიშტიანუ რონალდუმ ლივერპულის ქომაგებს მადლობა გადაუხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ ლივერპულის მხარდამჭერებს „პატივისცემისა და თანაგრძნობისთვის“ მადლობა გადაუხადა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავსა და მისი ოჯახს, მხარდაჭერის ნიშნად, "სქაუზერებმა" You will Never Walk Alone უმღერეს, პუბლიკას არც აპლოდისმენტები დაუშურებია. ეს ამბავი სამშაბათს, "ენფილდზე" მოხდა. მატჩის მე-7 წუთზე, "ლივერპული" Vs. "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმდინარეობისას, "მერსიდაიდელთა" ქომაგი ფეხზე წამოდგა, აპლოდისმენტებისა და მხურვალე შეძახილების ფონზე, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, სიმღერით You Will Never Walk Alone ("შენ არასოდეს ივლი მარტო") გაამხნევა.

კლუბების დაპირისპირების გვერდზე გადადების და ადამიანური ემოციების წინ დაყენებისთვის, კრიშტიანუ რონალდუმ "ლივერპულის" ქომაგს მადლობა გადაუხადა.
"ერთი მსოფლიო... ერთი სპორტი... ერთი გლობალური ოჯახი... მადლობა ენფილდს", - დაწერა რონალდუმ ინსტაგრამზე.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano)

ლივერპულის გულშემატკივრებმა, მე-7 წუთზე მომხდარი პერფორმანსი მას შემდეგ დაგეგმეს, რაც რონალდუმ და მისმა პარტნიორმა, ჯორჯინა როდრიგესმა, მშობიარობის დროს ტყუპი ვაჟის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.
,,ღრმა მწუხარებით გიზიარებთ ჩვენი პატარა ბიჭის დაკარგვის ამბავს. ეს არის უდიდესი ტკივილი, რომელიც კი შეიძლება მშობელმა განიცადოს. მხოლოდ ჩვენი პატარა გოგოს დაბადება გვაძლევს ძალას, რომ ეს მომენტი მცირედი იმედითა და ბედნიერებით გადავიტანოთ. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ექიმებსა და ექთნებს მათი ექსპერტული ზრუნვისა და მხარდაჭერისათვის. ყველანი განადგურებული ვართ ამ დანაკარგით და ჩვენთვის ურთულეს დროს, გთხოვთ, მოგვცეთ განმარტოების საშუალება. ჩვენო პატარა ბიჭო, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. ყოველთვის გვეყვარები,” – იუწყებოდა პორტუგალიელი სოციალურ ქსელში.
წყვილმა ტყუპებზე ორსულობის შესახებ ინფორმაცია გამომწერებს 2021 წლის 28 ოქტომბერს ინსტაგრამ-პოსტით აცნობა:
,,ბედნიერი ვართ გაცნობოთ, რომ ტყუპებს ველოდებით. ჩვენი გულები სავსეა სიყვარულით – ერთი სული გვაქვს, როდის შევხვდებით მათ”, - წერდა მაშინ პორტუგალიელი.

სხვა სტატიები