Belive

"კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერ იუნაიტედში აღარ უნდა ითამაშოს" - ერიკ ტენ ჰაგი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ESPN იტყობინება, ერიკ ტენ ჰაგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებს უთხრა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კლუბში აღარ უნდა ითამაშოს.

ორშაბათს ტენ ჰაგმა თავმჯდომარე ჯოელ გლეიზერთან, აღმასრულებელ დირექტორთან რიჩარდ არნოლდთან, საფეხბურთო დირექტორთან ჯონ მურტოუსთან შეხვედრა გამართა და პირს მორგანთან მიცემული ინტერვიუ განიხილეს.

"მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ რონალდუმ ძალიან შორს შეტოპა. თუმცა, ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ფორმაში მყოფ და მოტივირებულ კრიშტიანუს გუნდის დახმარება შეუძლია. ESPN-ის თქმით, პორტუგალიელი ვარსკვლავის საქციელით რამდენიმე მოთამაშეც უკმაყოფილოა.

ამ სეზონში რონალდუ უკვე ორჯერ დაჯარიმდა გუნდისგან. პირველად ის ივლისში, "რაიო ვალეკანოსთან" წინასასეზონო ამხანაგური მატჩის დროს, მოედნიდან ადრე გასვლის გამო, ხოლო ოქტომბერში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ შეცვლაზე გამოსვლაზე უარის თქმის გამო დააჯარიმეს.

რონალდუ ახლა მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული, რომლის პორტუგალიაც H ჯგუფში იქნება. "სელესაო" ურუგვაისთან, განასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად იასპარეზებს. ფერნანდუ სანტუშის გუნდი პირველ შეხვედრას 24 ნოემბერს, 20:00 საათზე, განას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები