Belive

კრიშტიანუ რონალდუმ რონალდინიოსა და რონალდოსთან შედარებაზე ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, Espn-თან საუბარში ჰკითხეს თუ ვინ არის საუკეთესო რონალდო:
,,შედარებები არ მიყვარს. მირჩევნია, ვთქვა, რომ ჩვენ სამმა (რონალდუ, რონალდო, რონალდინიო) საკუთარი კვალი და ისტორია დავტოვეთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მათზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო მოვიგე, მაგრამ მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლეს. ორივე მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. როცა ვიზრდებოდი, მათ თამაშს ვუყურებდი. მნიშვნელოვანი არაა იმაზე საუბარი თუ ვინ არის საუკეთესო. ისინი საფეხბურთო კერპები არიან, რომლებმაც მშვენიერი ისტორია შექმნეს,'' - რონალდუს სიტყვებს Espn-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები