Belive

კრიშტიანუ რონალდუმ სერხიო რამოსის რეკორდი გააუმჯობესა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონადლუმ, ამხანაგურ შეხვედრაში ყატარის წინააღმდეგ ითამაშა. 36 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში 181-ე შეხვედრა ჩაატარა და ევროპულ ნაკრებებში გამართული მატჩების რაოდენობით სერხიო რამოსის რეკორდი გააუმჯობესა. მსოფლიო რეკორდი მალაიზიელ ფეხბურთელს, სო ჩინ ანს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც სანაკრებო დონეზე 195 მატჩია. ყატარი გახდა 46-ე ნაკრები, რომლის წინააღმდეგაც პორტუგალიელ ვარსკვლავს გოლი აქვს გატანილი, რაც ასევე ყველა დროის საუკეთესო შედეგია. რონალდუს ეროვნულ გუნდში სულ 112 გოლი დაუგროვდა.


სხვა სტატიები