Belive

კრიშტიანუ რონალდუმ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა (სტატისტიკა/რეიტინგი)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
15 ივლისს, სერია ა-ს 33 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ლიდერმა "იუვენტუსმა" სტუმრად "სასუოლო" ვერ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა, თუმცა მათ დიდი უპირატესობა აქვთ და 5 ტურით ადრე სატურნირო ცხრილის სათავეში 7 ქულიანი უპირატესობით არიან. მატჩი მეტად უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოო ანგარიში 3:3 დასრულდა. კრიშტიანუ რონალდუმ კი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაშედეგიანი მატჩი ჩაატარა. მან შეუცვლელად ითამაშა და მატჩის ბოლოს კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება 5.9 მიიღო.
მას მთელი მატჩის განმავლობაში კარში არ დაურტყამს და მიიღო ყვითელი ბარათი. იგი ბურთს 30-ჯერ შეეხო და 10-ჯერ დაკარგა. ასევე მას მთელი მატჩის განმავლობაში წარმატებული დრიბლინგი არ გაუკეთებია.

სხვა სტატიები