Belive

კრიშტიანუ რონალდუმ სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
როგორც უკვე ყველამ ვიცით, კრიშტიანუ რონალდუ წინასასეზონო შეკრებისას გუნდთან ერთად არ იმყოფებოდა, მაგრამ ახალი სეზონის დაწყებამდე პორტუგალიელი უკვე შეუერთდა გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუმ "იუნაიტედის" ბოლო 5 შეხვედრა გამოტოვა, ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში მაინც შეიყვანა. ტენ ჰაგმა აღნიშნა, რომ "ატლეტიკოსთან" 1:0 წაგების შემდეგ, უკმაყოფილო იყო და პორტუგალიელი აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას "რაიოსთან" შეხვედრაში. ნიდერლანდელმა აღიარა, რომ 37 წლის რონალდუ ბევრ თანაგუნდელზე უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება. კრიშტიანუმ მართლაც ითამაშა ეს შეხვედრა, რომლის დროსაც მოედანზე 45 წუთი დაჰყო. შეხვედრის მეორე ტაიმში, მატჩში მის ნაცვლად ამად დიალო ჩაერთო. ყველაზე საინტერესო კი ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა. გულშემატკივრებმა დააფიქსირეს, რომ რონალდუმ მოედანი მანამდე დატოვა, სანამ შეხვედრა დასრულდებოდა. ამ მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გუნდის მთავარ მწვრთნელამდეც მიაღწია, თუმცა, ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია თუ რა სანქციები დაეკისრება პორტუგალიელ ვარსკვლავს. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? ნუთუ რონალდუ ცუდად გრძნობს გუნდში თავს და არც კი აინტერესებს რა შედეგით დაასრულებს მისი კლუბი შეხვედრას? საკმაოდ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ უკმაყოფილო იყო გუნდის შედეგებით და კლუბიდან წასვლა სურდა. კრიშტიანუ მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა გადასულიყო გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრის შემდეგ დაფიქსირებული ფაქტიც ნათლად მოწმობს, რომ რონალდუს გუნდიდან წასვლაზე აზრი არ შეუცვლია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ამტკიცებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას არ აპირებენ და პორტუგალიელი ფორვარდი გუნდში დარჩება.

სხვა სტატიები