Belive

კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პორტუგალიელ სუპერვასკვლავს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში არაერთი რთული მეტოქის წინააღმდეგ უთამაშია. რონალდუმ იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა წინააღდეგაც უთამაშია, ყველაზე რთულ მეტოქედ ინგლისელი მცველი ეშლი კოული დაასახელა. სანამ პორტუგალიელი 2009 წელს "მადრიდის რეალს" შეურთდებოდა, მან "მანჩესტერ იუნაიტედში" ექვსი სეზონი გაატარა და ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულთან ერთად ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ პერიოდში შეხვდა რონალდუ თავისთვის ყველაზე რთულ მეტოქეს, ეშლი კოულს, "არსენალისა" და "ჩელსის" ყოფილ მცველს. "ამ წლების განმავლობაში რამდენიმე დიდებული დაპირისპირება შედგა ჩვენ შორის, კოული ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევდა",- განაცხადა რონალდუმ. "თავისი კარიერის პიკში ის ძალიან შეუპოვარი მოთამაშე იყო, სწრაფი, ხისტი ბურთის ართმევისას. ყოველთვის იცოდი, რომ ეშლი კოულის წინააღმდეგ თამაში იოლი არ იქნებოდა",- დაამატა პორტუგალიელმა. რონალდუ და კოული ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ინგლისის ჩემპიონატში და ასევე სანაკრებო შეხვედრებისას. მიუხედავად რონალდუს ასეთი შექებისა, ყოფილმა მარცხენა მცველმა, როდესაც მას მესისა და რონალდუს შორის არჩევნის გაკეთება სთხოვეს, მხარი უყოყმანოდ დაუჭირა არგენტინელს. კოულმა აღიარა, რომ მესი ზედმეტად რთული მეტოქე იყო და მის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვდა. "ხალხი რონალდუზე უფრო მეტს მესაუბრება, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ უფრო ხშირად მითამაშია, მაგრამ რომ შევაფასო ლეო მესი, უნდა ვთქვა, რომ ის ჩემთვის ზედმეტად კარგი იყო",- ამბობს ინგლისელი.    

სხვა სტატიები