Belive

კრიშტიანუ რონალდუმ წარმატების საიდუმლოზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
34 წლის კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ასაკის მატების მიუხედავად, ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება: ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, პორტუგალიელმა შესანიშნავად ითამაშა და 3 ეფექტური გოლის გატანა შეძლო. აღნიშნული მატჩის შემდეგ, რონალდუ UEFA.com-ს ესაუბრა და საკუთარი წარმატების საიდუმლოზე ისაუბრა. "მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის ვარ, მე თავს კვლავ კარგად გვრძნობ. წარმატებისთვის, მთავარია იყო მოტივირებული და გაუჩერებლად წინ მიდიოდე," აღნიშნა მან. რონალდუს თქმით, მისთვის პორტუგალიის ნაკრების მაისურით თამაში დიდი პატივია: "ჩემთვის მთავარია, პორტუგალიის ნაკრებმა გაიმარჯვოს. ჩემ მიერ გატანილი გოლები, დიდი სიხარულის მხოლოდ გარკვეული ნაწილია. ჩემთვის მთავარი პორტუგალიის მაისურით ასპარეზობაა," აღნიშნა რონალდუმ. პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის ფინალში რონალდ კუმანის მიერ გაწვრთნილ ჰოლანდიას დაუპირისპირდება: "ჰოლანდიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, სადაც გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, ახალგაზრდა ტალანტები თამაშობენ. წინ დიდი ფინალი გველოდება," განაცხადა პორტუგალიელმა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის წინააღმდეგ გასამართი მატჩი, კრიშტიანუ რონალდუსთვის, ნაკრების ეგიდით, მე-3 ფინალი იქნება: 2004 წელს პორტუგალია საბერძნეთთან ფინალში დამარცხდა, ხოლო 2016-ში კი დამატებით დროში საფრანგეთის ძლევა შეძლო.

სხვა სტატიები