Belive

კრიშტიანუ რონალდუმ ტურინი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალია დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. პორტუგალიელმა ასეთი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების და სერია A-ს მატჩების ერთი თვით გადადების გამო მიიღო. 35 წლის სუპერვარსკვლავი შინ მეუღლესთან და ოთხ ვაჟთან ერთად გაემგზავრა. 9 მარტს, ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებულმა კარიერაში მეათასე შეხვედრა ჩაატარა, მისმა გუნდმა კი მილანის "ინტერს" 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ლიდერობა არ დაკარგა. ამ პერიოდში, რონალდუს 725 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები