Belive

კრიშტიანუ რონალდუს £20 მილიონიანი პირადი თვითმფრინავი (ფოტო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის დროს, კრიშტიანუ რონალდუ მეგობარ გოგონასთან და ოჯახის წევრებთან ერთად მშობლიურ კუნძულ მადეირაზე იმყოფებოდა. კარანტინში მყოფი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მოუთმენლად ელის ტურინში დაბრუნებას და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის განახლებას. გავრცელებული ინფორმაციით, ტურინში დასაბრუნებლად რონალდუ საკუთარ თვითმფრინავს ელოდება. წყაროს მტკიცებით, რონალდუს თვითმფრინავი მადრიდის აეროპორტში იმყოფება და საჰაერო ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, პორტუგალიელი კვლავ შეძლებს Gulfstream G200-ით ფრენას.  კრიშტიანუ რონალდუმ Gulfstream G200-ი 2015 წელს £20 მილიონად შეიძინა და მას შემდეგ, მეგობარ გოგონასთან ერთად ევროპის არაერთ კურორტზე იმოგზაურა.
1111111

სხვა სტატიები