Belive

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი ფენომენალური მაჩვენებელი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო ტურში "ატალანტასთან" თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო. "იუვენტუსი" მარცხდებოდა. რონალდუ მოედანზე შემოვიდა და ანგარიში გაათანაბრა. ამით თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს არაამქვეყნიური და ფენომენალური მოვლენაა. კრიშტიანუ რონალდუ 2012-13 წლების სეზონის შემდეგ მოედანზე სათადარიგო სკამიდან არ შესულა. ის თუ განაცხადშია, ძირითად შემადგენლობაში იწყებს. გუშინდელ შეხვედრაში მხოლოდ ეს არ ყოფილა უნიკალური სტატისტიკა. რონალდუ გახდა "სერია ა"-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც სტუმრად გამართულ ზედიზედ 7 თამაშში გოლის გატანა შეძლო. 23 სექტემბერს ეს ანგარიში მან "ფროსინონესთან" გახსნა. მომდევნო მატჩს ტურინელები სტუმრად 27 იანვარს "ლაციოსთან" გამართავენ და იქ ვნახავთ, შეძლებს თუ არა კრიშტიანუ საოცარი სტატისტიკის გაუმჯობესებას.  

სხვა სტატიები