Belive

კრიშტიანუ რონალდუს მზარეული პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დიეტას ასაჯაროვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კრიშტიანუ რონალდუს 3-წლიანი იტალიური კარიერის განმავლობაში მთავარ მზარეულად ჯორჯო ბარონე ჰყავდა, რომელიც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მკაცრი დიეტის დეტალებს ასაჯაროვებს. "ძვირადღირებული საკვები არ არსებობს. კრიშტიანუს ყოველდღიურ მენიუში ჯანსაღი საკვებია! ზოგადად მე ორგანულ და ბუნებრივ საკვებს - თევზს, ქათამს, ხბოს ხორცს, კვერცხს, ავოკადოს, ქოქოსის ზეთსა და შავ ბრინჯს ვიყენებ" "საკუთარ სხეულს ისე უნდა გაუფრთხილდეთ, თითქოს ფერარი გყავთ და უვლით", - აცხადებს იტალიელი მზარეული. მიიჩნევა, რომ ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებული უპირატესობას ცილოვან დიეტას ანიჭებს, მინიმალური რაოდენობის შაქრით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. რონალდუს ჭამის ჩამოყალიბების გარდა, ბარონემ ასევე ჩამოაყალიბა ფეხბურთელის პარტნიორის ჯორჯინა როდრიგესის და მათი ოთხი შვილის საკვები რაციონი. ამბობენ, რომ 6-კაციანი ოჯახის საყვარელი საკვები არის კრევეტები, რვაფეხა, ხბოს ხორცი, მარცვლეული და სალათები. ბარონმა ასევე განმარტა, თუ როგორ წვავს რონალდუ ამდენ კალორიას და ხაზგასმით აღნიშნა გარკვეული ზეთებისა და სითხეების მნიშვნელობა. "საკვებს ქოქოსის ზეთის გამოყენებით ვამზადებ" "ასევე მნიშვნელოვანია დალიოთ ბევრი წყალი" "კუნთური მასის განვითარებისათვის ყველაზე უარყოფით როლს შაქარი ასრულებს" რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შერწყმულია მძიმე ვარჯიშთან. მაგრამ დასვენება ისეთივე ფუნდამენტური და მნიშვნელოვანია, როგორც ვარჯიში და კვება. უკანასკნელი კვება უმჯობესია იყოს ადრე საღამოს (6-7სთ) და არა გვიან", - ასეთია კრიშტიანუს იტალიელი მზარეულის, ჯორჯო ბარონეს, რჩევები.  

სხვა სტატიები