Belive

კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი თანაგუნდელი აფრთხილებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსის" მაისურით 40 გოლის გატანა გაუჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ "ბიანკონერის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია და იტალიური ფეხბურთის სრულიად განსხვავებულ სტილს ეგუება. აღნიშნულთან დაკავშირებით, რონალდუს ყოფილმა თანაგუნდელმა, რაულ ალბიოლმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. ალბიოლი, 2013 წლიდან იცავს "ნაპოლის" ღირსებას. ესპანელმა უკანახაზელმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელსაც რონალდუ იტალიაში გადააწყდება. "ფაქტია რომ იტალიაში ფეხბურთი გაცილებით უფრო ტაქტიკურია და მეტი აქცენტი დაცვით სტილზე კეთდება. კრიშტიანუ უმაღლესი დონის ვარსკვლავია, მაგრამ იტალიაში 40 გოლის გატანა გაუჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ვერც გაიტანს, რაც "იუვენტუსისათვის" ძალიან ცუდი - "ნაპოლისათვის" კი იდეალური იქნება. რონალდუს მადრიდული კარიერაც ასე დაიწყო. საწყის ტურებში მას გოლების გატანა უჭირდა, მაგრამ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად იქცა", აღნიშნა რაულ ალბიოლმა.

სხვა სტატიები