Belive

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე - ლეო მესიმ მილიარდი გამოიმუშავა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მსოფლიოს ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კარიერის განმავლობაში, ანაზღაურების სახით მილიარდი ევრო გამოიმუშავა. ინფორმაციას წამყვანი ფინანსური სააგენტო Forbes-ი ავრცელებს. "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა აღნიშნული თანხა მხოლოდ უშუალოდ საფეხბურთო საქმიანობით მიღებული ანაზღაურებით დააგროვა და აქ სხვა შემოსავლები გათვალისწინებული არ არის. აქამდე ასეთი შედეგი ერთადერთმა ფეხბურთელმა დააფიქსირა და ეს 6 ოქროს ბურთის მფლობელის მარადიული კონკურენტი კრიშტიანო რონალდუა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდა, რაც ბოლო წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკური გახლდათ, თუმცა “ბარსას” ბოსებმა მას ამის ნება არ დართეს, გამოსასყიდი თანხის 700 მილიონი ევროს გადახდა კი შეუძლებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, 6 ოქროს ბურთის მფლობელი მშობლიურ კლუბში კიდევ სულ მცირე ერთ სეზონს გაატარებს – 2021 წლის ზაფხულში მას “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი ეწურება.

სხვა სტატიები