Belive

კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლას-ვეგასის პოლიციამ, ამერიკელი ქალბატონის კეტრინ მაიორგას საჩივრის საფუძველზე კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. პორტუგალიელ ფეხბურთელს 2009 წლის 13 ივნისს, მაიორგას გაუპატიურებასა და ცემას ედავებიან. "ლას-ვეგასის პოლიციაში, შემოვიდა საჩივარი იმის შესახებ, რომ ამერიკის მოქალაქე კეტრინ მაიორგა, 2009 წლის 13 ივნისს გააუპატიურეს და ცემეს. თუმცა მაიორგას არ უჩვენებია შემთხვევის ადგილი და არ ულაპარაკია დამატებით დეტალებზე, რამაც გამოძიებას ხელი შეუშალა. 2018 წლის სექტემბერში განვაახლეთ გამოძიება და ამ ეტაპზე საქმის დეტალებს ვსწავლობთ, დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ჯერჯერობით არ შეგვიძლია, თუმცა გპირდებით ყველაფერს გამოვიძიებთ" - განაცხადა ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის პრეს-ატაშემ. "იუვენტუსის" თავდამსხმელი უკვე გამოეხმაურა აღნიშნულ საქმეს და მას ტყუილი და ცილისწამება უწოდა.

სხვა სტატიები