Belive

კრიშტიანუ თუ მესი? შეკითხვას რონალდინიომ და რონალდომ უპასუხეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ თანხმდება რომელი ფეხბურთელია უკეთესი, რონალდუ თუ მესი? ამასთან დაკავშირებით ორმა ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდინიომ და ლუიზ ნაზარიო დე ლიმა რონალდომ ისაუბრეს. რონალდინიო - "სამწუხაროდ კარიერის განმავლობაში, ძალიან ცოტა დრო მქონდა, რომ მესისთან ერთად მეთამაშა. ვისურვებდი, რომ ლიონელთან ერთად უფრო დიდ ხანს მეთამაშა. ჩემი აზრით მესი ისტორიაში საუკეთესოა, არავის შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ის აკეთებს. რონალდუც საოცარია, მაგრამ ლიონელი სულ სხვაა." რონალდო - "მესი ამ სამყაროდან არ არის, რონალდუზეც შეიძლება იგივეს თქმა, მაგრამ მესი უფრო სრულყოფილია. ლიონელი საოცარია, მე ის სხვა ყველა მოთამაშეზე მეტად მომწონს. არგენტინელის თამაში არის უდიდესი სანახაობა და სპექტაკლი." შეგახსენებთ, რომ მესის სხვადასხვა ინტერვიუებში ხშირად აქვს ნახსენები, რომ ბევრი რამ სწორედ რონალდინიოსგან აქვს ნასწავლი.

სხვა სტატიები