Belive

კრიშტიანუმ შვილი თავისი ბავშვობის სახლში მიიყვანა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, მან თავის შვილს ის ადგილი მოანახულებინა, სადაც გაიზარდა. პორტუგალიელის 9 წლის ბიჭმა მამის ბავშვობის სახლის დათვალიერებისას ემოციები ვერ დამალა. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ მშობლიური მადეირა 12 წლის ასაკში, დიდი ფეხბურთის თამაშის ოცნებით დატოვა. კრიშტიანუ ლისაბონში მეგობართან, მიგელ პაიქსაოსთან ერთად გადავიდა. "ის ჩემი ბავშვობის ადგილის ნახვით აღფრთოვანებული იყო. მიგელთან ერთად ოთახში შევედით, ჩემი შვილი კი შემობრუნდა და გაკვირვებულმა მკითხა: "მამა, შენ აქ ცხოვრობდი?" მას ამის არ სჯეროდა. ჩვენი შვილები ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივია. მანქანები, სახლები, ტანსაცმელი... მათი აზრით, ეს ყველაფერი კალთაში თავისით გვივარდება. სწორედ ამის ჩანერგვას ვცდილობ ჩემს შვილში, მათ შორის მაშინაც, როდესაც სკოლაში ღონისძიებებს ვატარებ. მე ვცდილობ დავარწმუნო ისინი, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. თუმცა, თუ ტალანტს შრომისმოყვარეობასა და ერთგულებას დაუმატებენ, ყველა დასახულ მიზანს მიაღწევენ," - თქვა კრიშტიანუმ.  

სხვა სტატიები