Belive

კრიშტიანუს გარეშე: რეალის ყველაზე ცუდი შედეგი დეკადაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" 2019 წელს ყველა ტურნირზე ერთად 100 გოლის გატანა მოახერხა. ეს 2009 წლის შემდეგ პირველი კალენდრული წელიწადი იყო, როცა "სამეფო კლუბმა" კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ითამაშა. პორტუგალიელის წასვლა კლუბზე ავტომატურად აისახა. ბოლო ათწლეულში "რეალმა" ყველაზე ცოტა გოლის გატანა მოახერხა. 34 წლის თავდამსხმელის "ბლანკოსების" შემადგენლობაში ყოფნის დროს, გუნდის ყველაზე ცუდი შედეგი 130 გოლი იყო, ეს 2010 წელს, ჟოზე მოურინიოს დროს მოხდა... რეალს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 18 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს - ლიდერი "ბარსელონას" ანგარიშზე 2 ქულით მეტია.

სხვა სტატიები