Belive

დაუჯერებელი თანხები, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ სოციალური ქსელიდან გამოიმუშავებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა - კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა, ამჯერად სოციალურ ქსელში. იგი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც "Instagram"-ზე, "Twitter"-სა და "Facebook"-ზე ჯამში ნახევარი მილიარდი გამომწერი მოაგროვა. კრიშტიანუ რონალდუმ, "Instagram"-ზე ცნობილ ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს - არიანა გრანდეს გადაუსწრო. არიანა გრანდეს 221 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს კი 262 მილიონი. ცნობილ გამოცემა "Aphrodite"-ზე დაყრდნობით, კრიშტიანუ რონალდუ "Instagram"-ის საშუალებით კვირაში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, წელში კი 370 მილიონს. ასევე ცნობილია, რომ კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელ "Instagram"-ით ნეიმარზე 159 მილიონი ევროთი, ხოლო მესიზე კი 220 მილიონი ევროთი მეტს გამოიმუშავებს.

სხვა სტატიები