Belive

კრიშტიანუსა და იტალიის სპორტის მინისტრის დაპირისპირება

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კრიშტიანუ რონალდუ იტალიის სპორტის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა მას შემდეგ, რაც ტურნიში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიისა და საფრანგეთის დაპირისპირების შემდეგ პორტუგალიელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კრიშტიანუს თვითიზოლაცია და ერთა ლიგაზე შვედეთან გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწია, თუმცა სამშობლოში დიდხანს არ გაჩერებულა, მან პორტუგალია დატოვა და კარანტინის გასავლელად იტალიაში ჩავიდა. რონალდუს საქციელით უკმაყოფილო დარჩა იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პორტუგალიელმა წესები დაარღვია. "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავს მინისტრის განცხადება უყურადღებოდ არ დაუტოვებია და პასუხიც გასცა. სოციალურ ქსელში კრიშტიანუმ გაავრცელა განცხადება: "ბატონებმა, რომელთა სახელებსაც არ დავასახელებ, აქ, იტალიაში, თქვეს, რომ თითქოს მე არ ვემორჩილები დადგენილ წესებს- ეს უბრალოდ სიცრუეა". "მე ყველა წესს ვიცავდი და მომავალშიც დავიცავ, სინდისი სუფთა მაქვს, ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, ნებადართული იყო. მათ თქვეს, რომ მე იტალიის კანონები დავარღვიე და ა.შ. და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, მე სწორად ვიქცეოდი. პორტუგალიის ნაკრები სანიტარული ავიაციით დავტოვე, ჩამოვფრინდი ტურინში და კონტაქტი არავისთან მქონია",- აღნიშნა რონალდუმ. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა, სპადაფორამ აღნიშნა, რომ მოთამაშეების პოპულარობა იმას ნიშნავს, რომ მათ კარგი მაგალითი უნდა მისცენ სხვებს, დიდება და ცნობადობა ზოგიერთ მათგანს არ აძლევს ქედმაღლობის უფლებას, და არც იმის უფლებას, რომ უპატივცემულოდ მოეპყრონ ინსტიტუტებს და ტყუილი თქვან. პირიქით, რაც უფრო მეტად ცნობილი ხარ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე, სანამ რამეს იტყვი. "მე აღარ ვაპირებ ამ თემის გაგრძელებას, და ყველას, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ",- განაცხადა სპადაფორამ.

სხვა სტატიები