Belive

კრისტალ პალასი Vs. მანჩესტერ იუნაიტედი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: ჩელსი Vs. ტოტენჰემი კრ.პალასი Vs. მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ სიტი Vs. ვესტ ჰემი Live.Ge წარმოგიდგენთ თითოეული მატჩის დეტალურ პრევიუს:   პრემიერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში "კრისტალ პალასი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. დაპირისპირებას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. "კრისტალ პალასის" შემადგენლობაში მარტინ კელი, მამადუ სახო, ჯულიან სპერონი და კონორ უიკჰემი ვერ შეძლებენ თამაშს. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", ამ მხრივ "წითელი ეშმაკების" დანაკლისი გაცილებით უფრო თვალსაჩინოა - ანდერ ერერა, ჯესი ლინგარდი, ხუან მატა და ნემანია მატიჩი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ. აგრეთვე საეჭვოა მატეო დარმიანის, ანტონი მარსიალისა და მარკუს რეშფორდის მოედანზე ხილვა. ორ გუნდს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა "მანჩესტერ იუნაიტედის" სრულ დომინირებას უსვამს ხაზს. პრემიერლიგის ეგიდით გამართულ 19 შეხვედრაში "წითელმა ეშმაკებმა" 15 გამარჯვება იზეიმეს, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა. პირველ გამარჯვებასთან "კრისტალ პალასი" გასულ სეზონში იყო ახლოს. 2018 წლის 6 მარტს "კრისტალ პალასი" 2:0 ამარცხებდა "მანჩესტერ იუნაიტედს" თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" მატჩის შემობრუნება და მისი სასურველი შედეგით დასრულება შეძლეს. კრის სმოლინგმა და რომელუ ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ნემანია მატიჩმა 91-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ:

  • პრემიერლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 5 ურთიერთშეხვედრიდან, პოლ პოგბამ 1 შეხვედრაში შეძლო ანგარიშის გახსნა, ერთ შეხვედრაში კი თანაგუნდელს (ჯოშუა ჰაროპი) გაახსნევინა ანგარიში.
  • პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 ურთიერთშეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 4 გამარჯვება იზეიმა 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. გატანილი და გაშვებული გოლების სტატისტიკა "მანჩესტერ იუნაიტედის" უპირატესობას უსვამს ხაზს (11:3)
  • პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პოლ პოგბას ანგარიშზე 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. "კრისტალ პალასის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლუკა მილივოჯევიჩია, რომელმაც 8 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები